Language
  • Georgian
  • დონაციის განაცხადი

  • მოგესალმებით,

    დიდი მადლობა, რომ ჩაერთეთ სამოქალაქო მოძრაობაში  #შენმოქმედი . 

    #შენმოქმედის   მთავარი მიზანია გააერთიანოს მოქალაქეები, ორგანიზაციები, სექტორები იმისთვის, რომ საქართველოს ყველა ოჯახში არსებობდეს კომპიუტერი და ინტერნეტი - ორი აუცილებელი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას განათლებასთან, ინფორმაციასთან, გვაძლევს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და გარესამყაროსთან. ეს COVID19-ის პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად და საჭირო გახადა.

    სამოქალაქო მოძრაობამ „შენმოქმედი“, სექტორი 3-ის, ფონდი „პროდემოსის“, ინტერნეტ კომპანია „სკაიტელის“, საქართველოს ფოსტისა და უამრავი ადამიანისა და კომპანიის თანადგომით წამოიწყო პროექტი „1000 კომპიუტერი - 1000 მრავალშვილიანი ოჯახისათვის“, რომელიც პანდემიის პირობებში დაიბადა და მისი სულისკვეთებაა „დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“. 

    პროექტის მთავარი პრიორიტეტული ბენეფიციარები არიან სოციალურად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები და ის ითვალისწინებს მათთვის დისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნით კომპიუტერული ტექნიკისა და/ან ინტერნეტის მიწოდებას. 

    პროექტი სრულად სოციალური ხასიათისაა და მობილიზებული რესურსის სრული მიმართვა ხდება ბენეფიციარების მხარდაჭერისკენ. სამწუხაროდ, ჩვენი რესურსი ძალიან შეზღუდულია, პროექტში ჩართვის მსურველთა რიცხვი კი ძალიან მაღალი.

    გვიხარია, რომ შემოგვიერთდით და გახდით შენმოქმედი ჩვენთან ერთად. თითოეული თქვენგანის თანადგომა, ინტერესი და ჩართულობა გადამწყვეტია! 

    ჩვენ გვჯერა, შეიძლება ყველაფერი ერთად არ ჰქონდეს არცერთ ჩვენგანს, მაგრამ ერთად ჩვენ ყველაფერი გვაქვს! 

    გთხოვთ, შეავსეთ დონაციის განაცხადის ფორმა საჭირო დეტალებითა და თქვენი საკონტაქტო ინფორმაციით. ასევე, გაუზიარეთ ეს ფორმა მეგობრებს, ვინც ფიქრობთ რომ შეიძლება ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან სამოქალაქო მოძრაობაში. 

    გვჯერა, რომ ერთად და ერთობით ყველაფერს შევძლებთ!
  • დონაციის ინფორმაცია


  • ფაილის არჩევა
    Cancel of
  • Should be Empty:
Jotform Logo
Now create your own Jotform - It's free! Create your own Jotform