პორტფოლიოს (ნამუშევრების) მოთხოვნები:
1. აბიტურიენტი წარადგენს პორტფოლიოს რომელიც შედგება 10 ნამუშევრისგან.
2. 10 ნამუშევრიდან 5 ნამუშევარი უნდა იყოს შექმნილი ნატურიდან (დაკვირვებით).
(მაგალითად: ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი და ა. შ.) ეს ნამუშევრები აუცილებლად უნდა იყოს ხელით შესრულებული. ნამუშევრები შეიძლება იყოს წარმოდგენილი ჩანახატის
სახით.
3. 10 ნამუშევრიდან 5 ნამუშევარი უნდა იყოს თავისუფალ თემაზე, ნებისმიერ მასალაში და ნებისმიერი ტექნიკით შესრულებული (ნამუშევრები შეიძლება იყოს ფერწერა, დიზაინის ესკიზი, ფოტოგრაფია, ციფრული მედია, სამგანზომილებიანი მოდელი და ა.შ.); თავისუფალ თემაზე შესრულებული ნამუშევრები შეიძლება შესრულებული იყოს ასევე სხვადასხვა ტექნიკის კომბინაციით.
4. ვიდეოს შემთხვევაში, ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. მაკეტის ან მოდელის შემთხვევაში ნამუშევრის გაბარიტები არ უნდა აღემატებოდეს 80 x 80 x 80 სმ-ს.
5. პორტფოლიოს ყველა ნამუშევარი უნდა იყოს შესრულებული მხოლოდ და
დამოუკიდებლად აბიტურიენტის მიერ, სხვისი პირდაპირი შემოქმედებითი და ტექნიკური ჩარევის ან დახმარების გარეშე.
6. წარმოდგენილი ნამუშევრები არ უნდა მოიცავდეს კერძო გაკვეთილების ფარგლებში, ან სხვაგვარად ხელმძღვანელობის ქვეშ შესრულებულ
დავალებებს/სავარჯიშოებს/ნამუშევრებს (მაგალითად: თაბაშირის ფიგურები/ასლები, დრაპირება, ტიპიური ნატურმორტები საყოფაცხოვრებო საგნებით). ასეთი ნამუშევრები არ განიხილება და არ ჩაითვლება წარმოდგენილი ნამუშევრების რაოდენობაში.
7. ჯგუფური ნამუშევრები არ დაიშვება.
8. პორტფოლიო ციფრულად უნდა იყოს წარმოდგენილი/ატვირთული.
9. ბმული და ვადები პორტფოლიოს ციფრულად ატვირთვისთვის, აბიტურიენტებს დამატებით ეცნობებათ უნივერსიტეტის მიერ.
10. ნამუშევარი (ვიდეოს გარდა) უნდა იყოს წარმოდგენილი jpg ფორმატით.
11. იმ შემთხვევაში, თუ ერთი აბიტურიენტის მიერ აღმოჩნდება ერთზე მეტი ატვირთული პორტფოლიო, განხილული და შეფასებული იქნება ამ აბიტურიენტის მიერ ბოლოს ატვირთული პორტფოლიო.
12. აბიტურიენტი, რომელიც ციფრულად ატვირთავს ნამუშევარს, მაგრამ არ
გამოცხადდება გასაუბრებაზე - არ შეფასდება.
13. ციფრულად ატვირთული ერთი ნამუშევრის სხვადასხვა რეპრეზენტაცია ითვლება ერთ ნამუშევრად.
14. ციფრულად ატვირთული ნამუშევარი, რომელიც შედგება რამდენიმე
რეპრეზენტაციისგან ითვლება ერთ ნამუშევრად.
15. თუ ნამუშევრის ორიგინალი ხელმოწერილია, ატვირთვირთულ ნამუშევარზე
ხელმოწერა უნდა იყოს დაფარული ტექნიკური საშუალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ნამუშევარი არ შეფასდება.
16. თუ აბიტურიენტი ციფრულად ატვირთავს 10-ზე ნაკლებ ნამუშევარს, ამ შემთხვევაში მის შეფასებას დააკლდება ყოველ დაკლებულ ნამუშევარზე შეფასების 10 ქულა.
17. იმისათვის რომ აბიტურიენტი დაშვებული იქნეს გასაუბრებაზე და პორტფოლიო შეფასდეს მან უნდა ატვირთოს სულ მცირე 8 ნამუშევარი, საიდანაც უნდა იყოს 4 დაკვირვებით შესრულებული ნამუშევარი (3.2 -ის თანახმად) და 4 ნამუშევარი თავისუფალ თემაზე (3.3 ს თანახმად). არასრულად ატვირთული პორტფოლიო არ შეფასდება.
18. 8-ზე ნაკლები ნამუშევრის ატვირთვის შემთხვევაში პორტფოლიო არ განიხილება და აბიტურიენტის მოწვევა არ ხდება გასაუბრებაზე და არ ფასდება.
19. აბიტურიენტი, რომლის პორტფოლიოც დააკმაყოფილებს ზემო აღნიშნულ მოთხოვნებს დაიშვება შემოქმედებით ტურზე.
გაეცანით შემოქმედებითი ტურის სხვა მოთხოვნებს:
https://freeuni.edu.ge/ge/freshmen/?entrants=How-to-Pass