თანხმობა
სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო-ში დაცული მონაცემების გადამოწმების შესახებ
მე, გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალ“ -ს (ს/კ: 204568574), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე განაცხადში, კრედიტორთან დაცული, ასევე, ჩემ შესახებ საკრედიტო ბიუროებში დაცული და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩემი, როგორც მომავალი მსესხებლის/თანამსესხებლის/თავდების/უზრუნველყოფის მიმწოდებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნით.
გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
აღნიშნული თანხმობა არის ერთჯერადი და მოქმედია ხელმოწერიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში.